ინოვაციების ასოციაცია
ჩვენ შესახებ
ჩვენ ვართ ახალგაზრდების მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა და გაიზარდა.
ჩვენი მისია
ჩვენ ხელს ვუწყობთ STEM განათლებას საქართველოში
ჩვენი მისიაა, საქართველოში გავაღვივოთ ინტერესი STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) განათლებისადმი, ხელი შევუწყოთ ინოვაციებს, გუნდურ მუშაობასა და ლიდერობას და აღვზარდოთ მომავლის ლიდერები. ამისთვის სკოლებში STEM საგნების პოპულარიზაციას ვეწევით, ვქმნით კლუბებსა და რეგიონულ ცენტრებს, ვაწყობთ პროექტებსა და ღონისძიებებს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ შემოქმედებითად მოაზროვნე ლიდერების ახალი თაობა, რომელიც ცნობისმოყვარეობითა და შეუპოვრობით მიისწრაფვის წარმატებისკენ და მომავალს ქმნის.

რისკენ მივისწრაფვით
ჩვენი მიზნები
STEM განათლების ხელშეწყობა
ინოვაციური და საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამებით საქართველოს სკოლების მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესს ვაღვივებთ.
შეჯიბრებების ორგანიზება
ვაწყობთ STEM შეჯიბრებებს, სადაც მოსწავლეები თავიანთ ნიჭსა და პრობლემების გადაჭრის უნარს წარმოაჩენენ, და ვეხმარებით მათ საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მომზადებაში.
პარტნიორობა
ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კომპანიებთან, რათა STEM ინიციატივების გავლენა გავზარდოთ.
საზოგადოების ჩართულობა
ვახორციელებთ პროგრამებს, რომლებიც მშობლების, პედაგოგებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობით STEM-ის შესახებ ცნობიერებას ამაღლებს.

ჩვენი ისტორია
ახალგაზრდა ორგანიზაცია, მრავალწლიანი გამოცდილება
მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია ახალგაზრდა ორგანიზაციაა, ჩვენს გუნდს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო წლებში არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი დავგეგმეთ და წარმატებით განვახორციელეთ.
ჩვენ არ ვჩერდებით — წინ კიდევ უფრო დიდი და საინტერესო მომავალი გველის! თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებს, რომ არ გამოგრჩეთ STEM-ში ჩართვის შესაძლებლობები როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ახლობლებისთვის.
ჩვენი ღირებულებები
ინოვაცია
ვახალისებთ შემოქმედებითსა და არასტანდარტულ აზროვნებას.
ინკლუზიურობა
თანაბარი ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები ყველასთვის, განურჩევლად წარმომავლობისა თუ სქესისა.
კოლაბორაცია
გუნდური მუშაობა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს შორის.
კეთილსინდისიერება
უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დაცვა ჩვენს ყველა საქმიანობაში.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებს
დაგვეხმარეთ, STEM განათლება საქართველოს ყველა რეგიონამდე მივიტანოთ
მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლები, მოხალისეები და პარტნიორები — ჩვენთან ყველასთვის მოიძებნება ადგილი. დაგვიკავშირდით და ერთად შევქმნათ მომავალი.

