არაკომერციული ორგანიზაცია · თბილისი

ვზრდით საქართველოს მომავალ ინოვატორებს

ახალგაზრდების მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილი ორგანიზაცია. მთელი საქართველოს სკოლებისთვის ვაწყობთ STEM შეჯიბრებებს, კონფერენციებს, ბანაკებსა და საერთაშორისო ვიზიტებს.

ქართველი მოსწავლეები CERN-ში
FIRST Global Challenge
100+მოსწავლე და მასწავლებელი ჩვენს STEM კონფერენციაზე
100+მოსწავლე და მასწავლებელი ჩვენს STEM კონფერენციაზე
50მონაწილე მოსწავლეთა STEM კონკურსში
15მოსწავლე და მასწავლებელი ვიზიტით CERN-ში

ჩვენი მისია

მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა — საქართველოს ყველა მოსწავლისთვის

ჩვენ ვართ ახალგაზრდების მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა და გაიზარდა.

სკოლებში STEM საგნების პოპულარიზაციას ვეწევით, ვქმნით კლუბებსა და რეგიონულ ცენტრებს და მთელ საქართველოში ვაწყობთ პროექტებსა და ღონისძიებებს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის.

გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ინოვაცია

ვახალისებთ შემოქმედებითსა და არასტანდარტულ აზროვნებას.

ინკლუზიურობა

თანაბარი ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები ყველასთვის, განურჩევლად წარმომავლობისა თუ სქესისა.

კოლაბორაცია

გუნდური მუშაობა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს შორის.

კეთილსინდისიერება

უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დაცვა ჩვენს ყველა საქმიანობაში.

რას ვაკეთებთ

პროექტები და მიღწევები

ყველას ნახვა
STEAM ბანაკი ბაკურიანში2025

STEAM ბანაკი ბაკურიანში

7-დღიანი ბანაკი ბაკურიანში: LEGO რობოტიკა, VR სესიები, დიზაინ-აზროვნების (Design Thinking) ვორქშოპები და გუნდური აქტივობები.

FIRST Global Challenge2023–2025

FIRST Global Challenge

ჩვენი გუნდის წევრები FIRST Global Challenge-ის კურსდამთავრებულები არიან — ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი რობოტიკის შეჯიბრებაა (სინგაპური, ათენი, პანამა). ჩვენი დირექტორი FIRST Global-ში საქართველოს ეროვნული წარმომადგენელი და ნაკრების მთავარი მენტორია.

მოსწავლეთა STEM კონკურსი2023

მოსწავლეთა STEM კონკურსი

კონკურსის ფარგლებში 50-მდე მონაწილემ სკოლებისთვის ეფექტიანი და დაბალბიუჯეტიანი ჰიდროპონიკური სისტემები შექმნა. სამი გამარჯვებული გუნდი CERN-ს ეწვია.

ვიზიტი CERN-ში2023

ვიზიტი CERN-ში

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 15 მოსწავლე და მასწავლებელი სამი დღით ეწვია ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) ჟენევაში. ყველა ხარჯი სრულად დაიფარა.

მოსწავლეთა STEM კონფერენცია2022

მოსწავლეთა STEM კონფერენცია

სამდღიანი კონფერენცია თბილისში საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული 100-ზე მეტი მოსწავლისა და მასწავლებლისთვის. მონაწილეებს NASA JPL-ის მთავარმა ინჟინერმა, რობ მენინგმა მიმართა.

NASA JPL და Caltech

NASA JPL და Caltech

ალექსანდრე ქართველის სახელობის რობოტიკის შეჯიბრების გამარჯვებულებმა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Caltech) და NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია (JPL) დაათვალიერეს.

უახლესი

სიახლეები

ყველას ნახვა

ბაკურიანის STEAM ბანაკი 2025 დასრულდა!

ინოვაციების ასოციაციის ორგანიზებით, ბაკურიანში, Loft Hotel Bakuriani-ში, წარმატებით დასრულდა 7-დღიანი STEAM ბანაკი , რომელიც მთლიანად სწავლას, შემოქმედებასა და გუნდურ მუშაობას…

ვრცლად

საქართველო FIRST Global 2025-ისკენ მიემართება!

2025 წლის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური წარმატებით ჩატარდა European School-ის ორგანიზებითა და ინოვაციების ასოციაციის მხარდაჭერით. FIRST Global — ინჟინერიის სფეროში მსოფლიოს…

ვრცლად

ინოვაციების ასოციაციის მხარდაჭერით FIRST Global-ის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური ჩატარდა

FIRST Global მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საინჟინრო შეჯიბრებაა, სადაც ყოველწლიურად 190+ ქვეყანა იღებს მონაწილეობას. კონკურსი ამ ქვეყნების მომავალ ლიდერებს აერთიანებს…

ვრცლად

ადამიანები

გაიცანით ჩვენი გუნდი

ყველას ნახვა
ნიკოლოზ ლობჟანიძე

ნიკოლოზ ლობჟანიძე

თანადამფუძნებელი, დირექტორი

რიჩარდ რუბინი

რიჩარდ რუბინი

თანადამფუძნებელი, ფინანსური დირექტორი

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებს

დაგვეხმარეთ, STEM განათლება საქართველოს ყველა რეგიონამდე მივიტანოთ

მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლები, მოხალისეები და პარტნიორები — ჩვენთან ყველასთვის მოიძებნება ადგილი. დაგვიკავშირდით და ერთად შევქმნათ მომავალი.