ბაკურიანის STEAM ბანაკი 2025 დასრულდა!

ბაკურიანის STEAM ბანაკი 2025 დასრულდა!

ინოვაციების ასოციაციის ორგანიზებით, ბაკურიანში, Loft Hotel Bakuriani-ში, წარმატებით დასრულდა 7-დღიანი STEAM ბანაკი, რომელიც მთლიანად სწავლას, შემოქმედებასა და გუნდურ მუშაობას მიეძღვნა.

ბანაკის განმავლობაში მონაწილეებმა:

🔹 შეისწავლეს STEAM-ის ძირითადი მიმართულებები პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით

🔹 LEGO-ს კონსტრუქტორებით საინჟინრო და რობოტიკის ამოცანებზე იმუშავეს

🔹 ჩაერთნენ ინტერაქტიულ სესიებში VR სათვალეების გამოყენებით

🔹 გაეცნენ Design Thinking-ის პრინციპებს და პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ გზებს

🔹 მონაწილეობა მიიღეს გუნდურ თამაშებსა და სპორტულ აქტივობებში (ბაწრის გადაწევა, სუმო და სხვა)

ეს 7 დღე სავსე იყო ახალი ცოდნით, მეგობრობით, იდეებითა და დაუვიწყარი გამოცდილებით.

დიდი მადლობა ჩვენს მონაწილეებს, მენტორებსა და პარტნიორებს ამ შთამაგონებელი ბანაკისთვის 💙

მალე შევხვდებით ახალ პროექტებსა და ბანაკებში!

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა

საქართველო FIRST Global 2025-ისკენ მიემართება!

2025 წლის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური წარმატებით ჩატარდა European School-ის ორგანიზებითა და ინოვაციების ასოციაციის მხარდაჭერით. FIRST Global — ინჟინერიის სფეროში მსოფლიოს…

ვრცლად

ინოვაციების ასოციაციის მხარდაჭერით FIRST Global-ის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური ჩატარდა

FIRST Global მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საინჟინრო შეჯიბრებაა, სადაც ყოველწლიურად 190+ ქვეყანა იღებს მონაწილეობას. კონკურსი ამ ქვეყნების მომავალ ლიდერებს აერთიანებს…

ვრცლად

მოსწავლეების ვიზიტი CERN-ში

15 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებიდან ეწვია CERN-ის ლაბორატორიას ჟენევაში (შვეიცარია).

ვრცლად