საქართველო FIRST Global 2025-ისკენ მიემართება!
.webp)
2025 წლის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური წარმატებით ჩატარდა European School-ის ორგანიზებითა და ინოვაციების ასოციაციის მხარდაჭერით.
FIRST Global — ინჟინერიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრებაა, რომელშიც ყოველწლიურად 190+ ქვეყანა იღებს მონაწილეობას. კონკურსი აერთიანებს ახალგაზრდა ინჟინრებს, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას, ტექნიკურ ცოდნასა და გუნდურ მუშაობას გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ.
ეროვნული შესარჩევი ტურნირი წელს European School-ში გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო 50 მოსწავლემ. მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით გუნდებად გადანაწილდნენ და 4 საათის განმავლობაში მათთვის სრულიად ახალი ტექნიკური ამოცანის გადაწყვეტაზე იმუშავეს. ჩვენი ორგანიზაციის მოხალისეები უზრუნველყოფდნენ პროცესის სამართლიან და ორგანიზებულ მიმდინარეობას, ხოლო “AI ია”-ს რობოტიკის ექსპერტები გუნდებს ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში ეხმარებოდნენ.
დღის ბოლოს გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი, რომლებმაც ყველაზე ეფექტიანი რობოტები შექმნეს. ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა მეხუთე წევრიც.
📍შემოდგომაზე საქართველოს ეროვნული გუნდი გაემგზავრება პანამაში, რათა მსოფლიოს მასშტაბით კონკურენცია გაუწიოს საუკეთესო ახალგაზრდა ინჟინრებს FIRST Global 2025-ზე!
🏆 ინოვაციების ასოციაცია წარმატებებს უსურვებს საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე!

.webp)
